თბილისი-ჟენევის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო - როგორია ბილეთის ფასი

საქართველოსა და შვეიცარიას შორის პირდაპირი ფრენები დღეიდან დაიწყო.

ჟენევა-თბილისი-ჟენევის მიმართულებით დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet იფრენს. ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ორშაბათსა და ხუთშაბათს შესრულდება.

easyJet-ის ვებ-გვერდზე მოცემული მონაცემებით, 1 გზის ფასი თბილისი-ჟენევის მიმართულებით 38-95 გირვანქა სტერლინგის ფარგლებში მერყეობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ აპრილიდან easyJet პირდაპირ ფრენებს იწყებს თბილისი-მილანისა და თბილისი-ლონდონის მიმართულებითაც.

რაც შეეხება ფასებს, ლონდონის მიმართულებით ერთი გზის ფასი 36-59 გირვანქა სტერლინგის, ხოლო მილანის მიმართულებით 52-101 გირვანქა სტერლინგის ფარგლებშია.

მერი ტაბატაძე