ოქროს ფასი ზრდას აგრძელებს. საერთაშორისო ბირჟებზე თბილისის დროით 16:00 საათზე ძვირფასი ლითონის ფასმა მორიგი რეკორდი მოხსნა და უნციაზე 3 118 დოლარი შეადგინა.
Gold Price-ის მონაცემების მიხედვით, ოქროს ფასი ბოლო ერთი თვის ჭრილში 7.24%-ით არის გაძვირებული. ამასთანავე, ბოლო ერთი წლის პერიოდში ფასის თითქმის 38%-იანი ზრდა ფიქსირდება.
Investing-ის მონაცემებით, ოქროს ფასის ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი სავაჭრო ომის პარალელურად შექმნილი „შეშფოთებაა“, რაც უკავშირდება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ ტარიფებს.