საქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 2024 წელს 592.558 მლნ ლარი დახარჯა. ეს კი 2023 წელთან შედარებით 76.422 მლნ ლარით მეტია. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, წინა წელს შტატგარეშეთა ხელფასებზე ხაზინიდან 516.166 მლნ ლარი დაიხარჯა.
აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში არ არის მითითებული, თუ რამდენი შტატგარეშე თანამშრომელი მუშაობს სხვადასხვა სამინისტროში, სსიპ-სა თუ ააიპ-ში.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, შტატგარეშეებთან ერთად 2024 წელს გაიზარდა შტატიანი მოხელეების სახელფასო ფონდიც. გასულ წელს მათზე ჯამში 2.590 მლრდ-ს ხელფასები გაიცა, რაც წინა წელთან შედარებით 415 მლნ კალით მეტია. 2023 წელს სახელფასო ფონდი 2.175 მლრდ ლარს შეადგენდა.
ცნობისათვის, საქართველოს მთავრობა 2026 წლამდე საჯარო სამსახურში ხელფასების ყოველწლიურად 10%-ით გაზრდას გეგმავს.