მსოფლიო ბირჟებზე ვერცხლის ფასმა 13-წლიანი მაქსიმუმი დაამყარა. თბილისის დროით 12:00 საათზე ვერცხლის ფასმა უნციაზე 33.91-დოლარიან ნიშნულს მიაღწია.
Gold Prices-ის მონაცემებით, მხოლოდ ერთი თვის ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 7.83%-ით, ხოლო წლიურად 17.21%-ით არის გაძვირებული.
Trading Economics-ის ინფორმაციით, ვერცხლზე ფასის ზრდა მზარდმა გლობალურმა „სავაჭრო ომის“ ესკალაციამ და პოტენციურმა ეკონომიკურმა შედეგებმა გამოიწვია. კერძოდ, გაზრდილი რისკების ფონზე, ბაზრებზე შედარებით მყარ აქტივზე, ვერცხლზე მოთხოვნა იზრდება, რასაც ღირებულების მატებაც ახლავს თან.
ამას თან დაერთო ისიც, რომ გასულ შაბათ-კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვალავ ისაუბრა ტარიფების დაწესების შესახებ. ბაზრები შიშობენ, რომ ტრამპის პოლიტიკამ შესაძლოა, გამოიწვიოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების მხრიდან საპასუხო ზომების გატარება, გაზარდოს ინფლაცია და შეასუსტოს ეკონომიკური ზრდა.