208 მლრდ-ის ზარალი 1 დღეში - რამდენით შემცირდა უმდიდრეს ადამიანთა ქონება

Bloomberg-ის მონაცემებით, 4 აპრილის 18:00 საათისთვის (ნიუ-იორკის დროით), მსოფლიოს 500-მა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, ერთ დღეში, ჯამურად 208 მლრდ აშშ დოლარის აქტივები დაკარგა.

საერთო აქტივების ასეთი მასშტაბით კლება Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის 13-წლიან ისტორიაში - მე-4 ყველაზე დიდი, ხოლო პანდემიის შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნაა.

ყველაზე მეტად მარკ ცუკერბერგი და ჯეფ ბეზოსი დაზარალდნენ, რომელთაც ჯამურად 33.8 მლრდ აშშ დოლარის ზარალი განიცადეს: 17.9 მლრდ-ის - ცუკერბერგმა, ხოლო 15.9 მლრდ-ის - ბეზოსმა. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის აქტივები კი 11 მლრდ დოლარით შემცირდა და 322 მლრდ-ს შეადგენს.

პრეზიდენტ ტრამპის მიერ გამოცხადებული სატარიფო გეგმის გამო რეკორდული ვარდნა განიცადა აშშ დოლარმაც, რომელიც Group-of-10-ის ათივე ვალუტასთან მიმართებით გაუფასურდა.

ირაკლი ფოფხაძე