თბილისში, "დინამო არენაზე" ჯასტინ თიმბერლეიქის კონცერტი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას "ბლექ სი არენა" ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონცერტი 23 ივლისს გაიმართება.
რაც შეეხება ბილეთებს, ბილეთების გაყიდვა 8 აპრილს დაიწყება, ხოლო მხოლოდ Starring Card-ის მფლობელებისთვის 7 აპრილს.