Microsoft-ის დამფუძნებელი და მილიარდერი ბილ გეიტსი თვლის, რომ მომავალში ხელოვნური ინტელექტის (AI) როლი იმდენად გაიზრდება, კაცობრიობას რუტინული მუშაობა თითქმის აღარ დასჭირდება.
როგორც მან The Tonight Show-ში განაცხადა, მის ოპტიმიზმს ხელოვნური ინტელექტის შესახებ, მსოფლიოში ბევრი არ იზიარებს.
"AI-ის თან დიდი ცვლილებები მოაქვს. მაგალითად, როგორი იქნება მომავლის სამსახური? კვირაში მხოლოდ 2-3 დღე ვიმუშავებთ? მომწონს, როგორ უხსნის გზას ის ინოვაციებს, მაგრამ, ფიქრობ, ბევრი რამ ჯერ კიდევ არ ვიცით. რამდენად დავიმორჩილებთ მას? ამგვარი კითხვების გამო ჩნდება საზოგადოებაში შიში. ეს სრულიად ახალი ველია", - ამბობს გეიტსი.
ჯიმი ფელონის შეკითხვაზე: მაშ, ისევ დაგვჭირდება ადამიანის შრომა?
ბილ გეიტსმა უპასუხა, რომ "ბევრ რამეში აღარ".
წყარო: iflscience.com