ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
როგორ შეიცვალა ბინების ღირებულება დედაქალაქში

„2025 წლის თებერვალში, პირველად ბაზარზე, ბინებზე კვადრატული მეტრის საშუალო ფასი თვიურად 1.1%-ით გაიზარდა“ - ამის შესახებ „გალთ&თაგარტის“ კვლევაში ვკითხულობთ.

მათივე ცნობით, 1.1%-იანი ზრდის შედეგად, თებერვალში კვადრატული მეტრის გასაყიდმა ფასმა საშუალოდ 1 334 აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით - 6.3%-ით, ხოლო 2023 წლის თებერვალთან შედარებით - 18.82%-ით მეტია.

"უძრავი ქონების ფასებმა პირველადი ბაზრის თეთრი კარკასის ბინებზე ყველაზე მეტად - 13%-ით ვაკეში მოიმატა და კვადრატულ მეტრზე 2 525 აშშ დოლარს შეადგენს; 11%-იანი ზრდა იყო ვაშლიჯვარში (1 007 დოლარი); ხოლო 9-9%-იანი სამგორსა (1 073 დოლარი) და დიდ დიღომში (1 041 დოლარი). სხვა უბნებთან შედარებით, ფასები ყველაზე ნაკლებად - 6%-ით გლდანში გაიზარდა და კვადრატული მეტრის ღირებულებამ 1 031 დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება მეორად ბაზარს, როგორც კვლევაში ვკითხულობთ, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში საშუალო ფასმა მიმდინარე წლის თებერვალში 1 245 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4.4%-იანი თვიური შემცირებაა.

ცნობისთვის, პირველად ბაზარზე მოიაზრება – სამშენებლო კომპანიების/დეველოპერების მიერ გაყიდული უძრავი ქონება, რაც შეეხება მეორად ბაზრის ახალ პროექტებს, ამ შემთხვევაში იგულისხმება – ინდივიდუალური მესაკუთრის მიერ გაყიდული უძრავი ქონება 2013 წლის შემდეგ გაცემული სამშენებლო ნებართვით აშენებულ პროექტებში.

ირაკლი ფოფხაძე