საწვავის ფასი კლებას განაგრძობს - როგორია ფასი ბენზინგასამართ სადგურებზე

გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი მცირდება. ბოლო ვაჭრობის შედეგად, WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობის საერთაშორისო საორიენტაციო მაჩვენებლად ბოლო ვაჭრობის შედეგად 61.99 დოლარი განისაზღვრა, რაც 7.41%-იან კლებაზე მიანიშნებს. რაც შეეხება Brent-ის ტიპის ნავთობის ფასს, ამ შემთხვევაში კლებამ 6.5% შეადგინა და ბარელზე 65.58 დოლარს გაუტოლდა.

ფასების კლება ფიქსირდება საქართველოშიც. კერძოდ, ბრენდული ბენზინგასამართი სადგურების ნაწილში საწვავის ფასები გასულ კვირას ეტაპობრივად 5-10 თეთრის ფარგლებში შემცირდა, ბენზინგასამართი სადგურების ნაწილში კი ფასების კლება მიმდინარე კვირის განმავლობაში აისახა.

უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, ამ დროის მონაცემებით საქართველოს მასშტაბით ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასებს:

Socar:

  • ნანო სუპერი - 3.50 ლარი
  • ნანო პრემიუმი - 3.10 ლარი
  • ნანო ევრო რეგულარი - 2.93 ლარი
  • ევრო 5 დიზელი - 3.04 ლარი
  • ნანო ევრო 5 დიზელი - 2.95 ლარი.

Gulf:

  • G-Force სუპერი - 3.53 ლარი;
  • G-Force პრემიუმი - 3.13 ლარი;
  • G-Force ევრო რეგულარი - 3.03 ლარი;
  • ევრო რეგულარი - 3.93 ლარი;
  • G-Force ევრო დიზელი - 3.09 ლარი.

Rompetrol:

  • Efix სუპერი - 3.63 ლარი;
  • Efix ევრო პრემიუმი - 3.19 ლარი;
  • ევრო რეგულარი - 2.99 ლარი;
  • Efix ევრო დიზელი - 3.15 ლარი;
  • ევრო დიზელი - 3.05 ლარი.

Wissol:

  • ეკო სუპერი - 3.52 ლარი;
  • ეკო პრემიუმი - 3.12 ლარი;
  • ევრო რეგულარი - 2.95 ლარი;
  • ევრო დიზელი - 2.99 ლარი;
  • ეკო დიზელი - 3.07 ლარი;
  • დიზელ ენერჯი - 2.94 ლარი.

Portal:

  • პრემიუმი - 2.79 ლარი;
  • ევრო რეგულარი - 2.59 ლარი;
  • ევრო დიზელი - 2.69 ლარი.

იხილეთ ასევე:

რა ღირდა საწვავი გასულ კვირას

მთავრობას საწვავი 20 თეთრამდე გაუიაფდა - რა უჯდება 1 ლიტრი

მერი ტაბატაძე