ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიის აქციების ფასები დაეცა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბოლო, 4 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ბირჟაზე წარმოდგენილი ქართული კომპანიის აქციების ფასები დაეცა. აღსანიშნავია ისიც, რომ თებერვლის შემდეგ ქართული კომპანიების აქციების ფასი ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

კერძოდ, LION FINANCE GROUP PLC-ის (საქართველოს ბანკი) აქციების ფასი 8.2%-ით შემცირდა და ერთი აქციის ფასმა 48.56 გირვანქა სტერლინგი შეადგინა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.14 მლრდ გირვანქა სტერლინგს აღემატება.

ამასთანავე, TBC Bank Group PLC-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.068 მლრდ გირვანქა სტერლინგს აჭარბებს. ერთი აქციის ფასი ბოლო მონაცემებით 36.80 გირვანქა სტერლინგია, რაც 8.8%-იან კლებაზე მიუთითებს.

რაც შეეხება Georgia Capital PLC-ს, მისი აქციების ფასი 10.6%-ით დაეცა. ერთი აქციის ღირებულება ბოლო ვაჭრობის შედეგად 13.66 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. რაც შეეხება კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია, 515 მლნ სტერლინგს აჭარბებდა.

მერი ტაბატაძე