საქართველოში ცოცხალი ღორების იმპორტი მხოლოდ რუსეთიდან ხორციელდება. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში რუსეთისგან საქართველომ 3.99 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების 2 740 ტონა ღორი შეიძინა.
აღსანიშნავია ისიც, რომ წელს საანგარიშო პერიოდში წლიურად თითქმის 10%-ით არის შემცირებული რუსეთიდან ცოცხალი ღორების იმპორტი. კერძოდ, 2024 წლის პირველ ორ თვეში აღნიშნული საექსპორტო ბაზრიდან იმპორტირებულია 4.64 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების 3 043 ტონა ცოცხალი ღორი.
რაც შეეხება ფასს, გასული წლის იანვარ-თებერვალში 1 კგ. ღორის იმპორტი გადასახადების გარეშე 1.52 დოლარი ჯდებოდა, წელს იმავე პერიოდში კი 1.46 დოლარი. მონაცემები აჩვენებს, რომ რუსეთიდან ღორების საიმპორტო ფასი თითქმის 4%-ით გაიაფდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან ცოცხალი ღორების ექსპორტი არ განხორციელებულა.