Numbeo-მ მსოფლიოს 113 ქვეყანაში 2025 წლის დაბინძურების მაჩვენებელი შეისწავლა. რეიტინგში მოცემული ქვეყნები დალაგებულია შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: გარემოს დაცვის ხარისხი და მასზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ჰაერის ხარისხი, სასმელი წყლის ხარისხი და ხელმისაწვდომობა, წყლის დაბინძურების დონე, ნაგვის გატანისა და დასუფთავებით მოქალაქეთა კმაყოფილების დონე, გამწვანება და პარკების ხელმისაწვდომობა, კომფორტის საერთო დონე სისუფთავის კუთხით და ა.შ.
ამ კრიტერიუმების მიხედვით, 113 ქვეყანას შორის საქართველო დაბინძურების მაჩვენებლით 42 ადგილზე მოხვდა. მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოზე უფრო ცუდი დაბინძურების მაჩვენებელი აზერბაიჯანს (32-ე ადგილი) აქვს, უკეთესი კი თურქეთს (47-ე ადგილი), სომხეთსა (54-ე ადგილი) და რუსეთს (62-ე ადგილი).
სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მაღალი დაბინძურების მაჩვენებელი კამერუნშია, ხოლო ყველაზე სუფთა ქვეყანა ფინეთია.