გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასი 4-წლიან მინიმუმზეა - რა ღირს „შავი ოქრო“

გლობალურ ბაზრებზე ნედლი ნავთობის ფასი 4-წლიან მინიმუმზეა. 2025 წლის 7 აპრილს, 2021 წლის შემდეგ, ერთი ბარელი ამერიკული ნედლი ნავთობის, WTI-ის ტიპის საერთაშორისო საორიენტაციო მაჩვენებელი პირველად ჩამოსცდა 60-დოლარიან ნიშნულს. კერძოდ, თბილისის დროით 12:00 საათისთვის ამ ტიპის საწვავზე ფასი 59.28 დოლარს შეადგენს. ფასი მხოლოდ ერთი დღის ჭილში 4.37%-ით არის შემცირებული.

რაც შეეხება Brent-ის ტიპის ნავთობის ფასს, ამ შემთხვევაში დღიურმა კლებამ ბარელზე 3.84%-ს გადააჭარბა და ბარელზე 63.06 დოლარს გაუტოლდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ტიპის საწვავის ფასიც ბოლო 4-წლიან მინიმუმზეა. კერძოდ, 63-დოლარიან ნიშნულს ბოლოს Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა 2021 წლის აპრილში მიაღწია.

გამოცემა Trading Economics-ი წერს, რომ სავაჭრო ომის მზარდი ესკალაციის ფონზე არსებობს გლობალური ეკონომიკის შენელების მოლოდინები, რის გამოც ენერგორესურსებზე მოთხოვნა შემცირებულია, მოთხოვნის კლება კი აისახა ნედლი ნავთობის ფასებზე.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთს, მსოფლიოში უმსხვილეს იმპორტიორს, აშშ-ში ექსპორტზე 50%-იანი ტარიფები დაუწესა, რასაც პეკინმა მალევე ამერიკისთვის 34%-იანი ტარიფებით უპასუხა. გარდა ჩინეთისა, თეთრმა სახლმა იმპორტზე ტარიფები მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანას დაუწესა.

მერი ტაბატაძე