თურქეთმა გადაწყვიტა, რომ 8 აპრილიდან ლიმონის ექსპორტი შეაჩეროს. როგორც სააგენტო Ilkha, თურქეთის სავაჭრო სამინისტროზე დაყრდნობით წერს, ამის მიზეზი პროდუქტისთვის არახელსაყრელი ამინდები და ამასთან, შიდა ბაზრის დაცვაა.
„ლიმონის ექსპორტი 2025 წლის 8 აპრილიდან დროებით შეჩერდება. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შიდა მოთხოვნისა და მიწოდების უსაფრთხოების დასაცავად, მთელი ქვეყნის მასშტაბით შექმნილი ცივი ამინდისა და ყინვის გამო“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის თურქეთი ლიმონის მთავარი იმპორტიორია. კერძოდ, წელს 2 თვეში საქართველომ თურქეთისგან 519.96 ტონა (184.21 ათასი აშშ დოლარი) პროდუქტი შეიძინა, რაც მთლიან იმპორტში 93%-ს შეადგენს. წელს იანვარ-თებერვალში ქვეყანამ ჯამში 559.64 ტონა (269.6 ათასია აშშ დოლარის) ლიმონის იმპორტი განახორციელა.
გარდა თურქეთსა მცირე მოცულობით პროდუქტი შემოვიდა ნიდერლანდებიდან და ირანიდან.
რაც შეეხება ღირებულებას, წელს 1 კგ იმპორტირებული თურქული ლიმონი 35 ცენტი ღირდა, წინა წლის იგივე პერიოდში 36 ცენტი.
(შენიშვნა: ფასი დაანგარიშებულია საშუალო მაჩვენებელი, გადასახადების გარეშე).