გლობალური ბაზრებზე კრიპტოვალუტის ფასი ეცემა.
მხოლოდ ერთი დღის ჭრილში ბიტკოინის ფასი 7.4%-ით შემცირდა და თბილისის დროით 16:15 საათზე 76 690 დოლარს მიაღწია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ერთ თვეში გლობალურ ბაზარზე ბიტკოინი 10.78%-ით არის გაუფასურებული. მიუხედავად დღის და თვის ჭრილში ფასის კლების, წლიურად ბიტკოინის ფასი 10.34%-იან ზრდას აჩვენებს.
ბიტკოინის გარდა ეცემა ეთერიუმის ფასებიც. კერძოდ, 16:15 საათის მდგომარეობით 1 ეთერიუმის ფასი 1 483 დოლარით არის განსაზღვრული, რაც დღიურად 17%, თვის ჭრილში 30%-ით, ხოლო წლიურად 56%-ით არის შემცირებული.
აღსანიშნავია, რომ CoinGlass-ის თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ბიტკოინმა 247 მილიონ დოლარზე მეტი, ხოლო ეთერიუმმა 217 მილიონი დოლარის გრძელვადიანი ლიკვიდაცია განიცადა.
როგორც CNBC-ი წერს, ტრეიდერები, რომლებიც ფსონებს ბიტკოინების ზრდაზე დებდნენ, იძულებული გახდნენ აქტივები ზარალის დასაფარად გაეყიდათ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მსოფლიო ბაზრებზე ბიტკოინის ფასის ვარდნა გამოიწვია მიმდინარე სავაჭრო ომმა, რაც ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ეკონომიკურ და სატარიფო პოლიტიკას უკავშირდება.