2025 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით საქართველოს სავალუტო რეზერვები 4.245 მლნ დოლარით გაიზარდა და 3.133 მლრდ დოლარი შეადგინა. თებერვლის მდგომარეობით სავალუტო რეზერვების მოცულობა 3.129 მლრდ დოლარი იყო.
რაც შეეხება საერთაშორისო სავალუტო რეზერვები, სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, მარტში 76.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. (თებერვალში - 4.234 მლრდ დოლარი).
ამასთან, 2025 წლის მარტის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.6% (714.9 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ოქროს ფასის ზრდის გამო, მარტის მონაცემებით წინა თვესთან შედარებით, რეზერვების მოცულობა 64.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ოქროს შესყიდვის მომენტიდან მონეტარული ოქროს ღირებულებაა დაახლოებით 195 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის მარტის სტატისტიკით, სებ-ს სავალუტო რეზერვების დიდი ნაწილი – 2.380 მლრდ დოლარი ფასიან ქაღალდებში აქვს განთავსებული, ნაღდი ფულის სახით კი 753.6 მლნ დოლარს ინახავს.
საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 7 მაისს გამოაქვეყნებს.