ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
უმდიდრესი ადამიანების 20-ეულში მხოლოდ ორია, ვისი ქონებაც 2025-ში გაიზარდა - დეტალები

Bloomberg-ის მიხედვით მსოფლიოს ტოპ-20 უმდიდრეს ადამიანს შორის, უორენ ბაფეტი (ლორეალის CEO ფრანსუა ბეტენკურტ მეიერსთან ერთად) ორიდან ერთია, ვისი ქონებაც 2025 წელს, ტრამპის სატარიფო გეგმისა და რთული ეკონომიკური დინამიკის ფონზე, გაიზარდა.

Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, მხოლოდ 2025-ში ბაფეტის აქტივებმა 11.5 მლრდ აშშ დოლარით მოიმატა - არადა, 2 აპრილის შემდეგ, რაც სატარიფო გეგმა გამოცხადდა, მისი აქტივების კლება 14.5 მლრდ აშშ დოლარს უტოლდება.

8 აპრილის მონაცემებით, ბაფეტის ქონება 153.5 მლრდ აშშ დოლარად ფასდება, რითაც მსოფლიოს მე-4 ყველაზე მდიდარი ადამიანია - ილონ მასკს (298 მლრდ), ჯეფ ბეზოსსა (196 მლრდ) და მარკ ცუკერბერგს (183 მლრდ) ჩამორჩება.

რაც შეეხება ფრანსუა ბეტენკურტ მეიერსს, 2025-ში მისი აქტივების ფასმა 1.78 მლრდ აშშ დოლარით მოიმატა.

The Strait Times-ის გამოთვლებით, მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა, ბოლოს 2 სავაჭრო სესიის ჯამში, მთლიანობაში 500 მლრდ აშშ დოლარზე მეტი დაკარგა.

ირაკლი ფოფხაძე