ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
Bloomberg-ზე ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი ერთ დღეში 350 მლნ-ით შემცირდა

Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, 8 აპრილის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის აქტივები ერთ დღეში 350 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, რაც 4.87%-იანი ვარდნაა.

ივანიშვილის კაპიტალს Bloomberg-ი ამ მომენტში 6.83 მლრდ აშშ დოლარად აფასებს, რითაც მსოფლიოს ტოპ-500 მილიარდერს შორის 418-ე ადგილზეა.

გასულ წელთან შედარებით, ივანიშვილის ზარალი 675 მლნ აშშ დოლარია. ზოგადად, ბოლო 1 წლის განმავლობაში მისი აქტივების ყველაზე მაღალი ღირებულება 7.8 მლრდ აშშ დოლარი გახლდათ.

„ივანიშვილმა ქონება პოსტ-საბჭოთა პერიოდის რუსეთში, 1990-იან წლებში დააგროვა - რკინის მადნის მწარმოებელი ქარხნების მშენებლობით, ფოლადის ქარხნებით, საბანკო და უძრავი ქონების ბიზნესებით. თავისი აქტივების უმეტესი ნაწილი 2003-2006 წლებში გაყიდა, ხოლო დანარჩენი 2012 წლამდე - საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებამდე. თანამდებობა ერთი წლის შემდეგ დატოვა“, - ვკითხულობთ Bloomberg-ზე ქართველი მილიარდერის შესახებ.

ირაკლი ფოფხაძე