ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
ივანიშვილის ქონება ბოლო ერთი წლის მინიმუმზეა - თებერვლის შემდეგ 1.13 მლრდ დოლარი დაკარგა

Bloomberg-ის 9 აპრილის მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ქონება ბოლო ერთი წლის მინიმუმს დაუბრუნდა.

უფრო კონკრეტულად, ბოლო მონაცემებით, Bloomberg-ი ივანიშვილის ქონებას 6.7 მილიარდ დოლარადად აფასებს. ბოლოს ივანიშვილის ქონება 6.7-მილიარდიან ნიშნულზე 2024 წლის თებერვალში იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წლის 19 თებერვალში ივანიშვილის ქონება ისტორიულად გაიზარდა და 7.83 მლრდ დოლარი შეადგინა. რიცხვები აჩვენებს, რომ დაახლოებით თვე-ნახევარში მან 1.13 მლრდ დოლარი დაკარგა.

Bloomberg-ი წერს, რომ ივანიშვილმა ქონება რუსეთში 90-იან წლებში სხვადასხვა ბიზნესით გამოიმუშავა, მათ შორის: რკინის მადნის მწარმოებლების, ფოლადის ქარხნების, ბანკებისა და უძრავი ქონების კოლექციის აშენებით. მან თავისი აქტივების უმეტესი ნაწილი 2003-2006 წლებში გაყიდა, ხოლო დანარჩენი 2012 წლის ოქტომბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრად არჩევის წინა პერიოდში. თანამდებობა მან 2013 წელს დატოვა.

ცნობისათვის, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი ბიძინა ივანიშვილის ქონებას 2013 წლიდან აფასებს. რაც შეეხება Forbes-ის რეიტინგს, აქ მისი ქონება რამდენიმე წლის განმავლობაში უცვლელად 4.9 მლრდ დოლარი იყო, 2025 წლის ბოლო განახლებით კი Forbes-ის მონაცემებით, ივანიშვილის ქონება 2.7 მლრდ დოლარია.

მერი ტაბატაძე