ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
ჩინეთმა ამერიკულ საქონელზე 84%-იანი ტარიფები დააწესა

ჩინეთმა ამერიკულ საქონელზე დამატებითი ტარიფები დააწესა, - ამის შესახებ გამოცემა „როიტერსი“ წერს.

მათივე ცნობით, ხუთშაბათიდან, 10 აპრილიდან, ამერიკულ საქონელზე 84%-იანი ტარიფები ძალაში შევა.

ცნობისთვის, იქამდე პეკინის მიერ აშშ-სთვის დაწესებული იყო 34%-იანი ტარიფები.

ამასთანავე, „როიტერსის“ ცნობით, ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ დამატებით 12 ამერიკული სუბიექტი ექსპორტის კონტროლის სიაში შეიყვანეს, ხოლო 6 პირი „არასანდო სუბიექტების“ ჩამონათვალში.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ კვირას ჩინეთს დამატებით 34%-იანი ტარიფები დაუწესა. მალევე პეკინმა განაცხადა, რომ საპასუხოდ აშშ-ს 34%-იან ტარიფებს დაუწესებდა.

მოგვიანებით ტრამპმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ჩინეთი უკან არ წაიღებდა ტარიფებს, ამერიკა პეკინის წინააღმდეგ დაწესებულ ტარიფებს 104%-მდე გაზრდიდა.

აღნიშნულზე ჩინეთმა უარი განაცხადა. ამერიკის მიერ ჩინეთისთვის დაწესებული 104%-იანი ტარიფები კი დღეს, 9 აპრილს შევიდა ძალაში.

მერი ტაბატაძე