ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა რაოდენობა გაიზარდა - რა პროფესიებზეა მოთხოვნა

პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულთა რაოდენობა 10%-ით გაიზარდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს პროფესიულ სასწავლებლებში ჩაირიცხა სულ 17 083 სტუდენტი, წინა წელს კი 15 494.

ჩარიცხულ სტუდენტებთან ერთად, გაზრდილია კურსდამთავრებულთა რაოდენობა. ამ შემთხვევაში ზრდამ 17% აჩვენა. უფრო კონკრეტულად, გასულ წელს თუ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები დაამთავრა 9 537-მა სტუდენტმა, 2023 წელს მათი რიცხვი 8 123-ს შეადგენდა.

პროფესიების მიხედვით, 2024 წელს ყველაზე მეტი სტუდენტი ინჟინერიის, წარმოებისა და მშენებლობის სექტორზე მოდიოდა და მათი რაოდენობა 4197-ს შეადგენდა. სხვა პროფესიებზე სტუდენტთა რაოდენობა ასე ნაწილდებოდა:

  • ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი - 1610;
  • განათლება - 1118;
  • ინჟინერია, წარმოება, მშენებლობა - 4197;
  • ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები - 2848;
  • მომსახურებები - 3068;
  • სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია - 814;
  • სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია - 108;
  • ხელოვნება, ჰუმანიტარული მეცნიერებები - 419;
  • ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა - 2901.
მერი ტაბატაძე