ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
Tesla-ს აქციები 22.69%-ით გაიზარდა - როგორ შეიცვალა ამერიკული მსხვილი კომპანიების აქციების ფასი ტრამპის მორატორიუმის შემდეგ

დონალდ ტრამპის მიერ სხვა ქვეყნებისთვის ტარიფებზე 90-დღიანი მორატორიუმის გამოცხადებისთანავე საფონდო ბირჟებზე ამერიკული კომპანიების აქციების ღირებულება მყისიერად გაიზარდა. ერთდღიან ჭრილში ყველაზე მეტად Tesla-ს აქციები გაძვირდა, მას მოსდევს Nvidia და Broadcom-ი.

companiesmarketcap-ზე დაყრდნობით, გთავაზობთ, უმსხვილეს ამერიკულ კომპანიებს, რომელთა აქციების ღირებულება ბოლო 24 საათში მნიშვნელოვნად გაიზარდა:

  • Apple - ერთი აქციის ღირებულება 198.85 დოლარი, გაიზარდა 15.33%-ით
  • Microsoft - ერთი აქციის ღირებულება 390.49 დოლარი, გაიზარდა 10.13%-ით
  • Nvidia - ერთი აქციის ღირებულება 114.33 დოლარი, გაიზარდა 18.72%-ით
  • Amazon - ერთი აქციის ღირებულება 191.10 დოლარი, გაიზარდა 11.98%-ით
  • Alphabet (google) - ერთი აქციის ღირებულება 161.06 დოლარი, გაიზარდა 9.88%-ით
  • Meta - ერთი აქციის ღირებულება 585.77 დოლარი, გაიზარდა 14.76%-ით
  • Berkshire Hathaway - ერთი აქციის ღირებულება 521.41 დოლარი, გაიზარდა 5.84%-ით
  • Tesla - ერთი აქციის ღირებულება 272.20 დოლარი, გაიზარდა 22.69%-ით
  • Broadcom - ერთი აქციის ღირებულება 185.15 დოლარი, გაიზარდა18.66%-ით
  • Walmart - ერთი აქციის ღირებულება 89.60 დოლარი, გაიზარდა 9.55%-ით

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 9 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სხვა ქვეყნებისთვის ტარიფების შემოღება 90 დღით დააპაუზა, ჩინეთისთვის კი 124%-მდე გაზარდა.

მანამდე, 3 აპრილს 180 ქვეყანას სავაჭრო ტარიფები დაუწესა. მათ შორის, 20%-იანი ტარიფები დაწესდა EU-ს ყველა ქვეყნისთვის, ჩინეთისთვის 34%-იანი საიმპორტო ტარიფები, იაპონიისთვის 24%-იანი ტარიფები, ინდოეთისთვის 26%-იანი ტარიფები, რასაც ქვეყნების მხრიდან საპასუხო ნაბიჯები მოჰყვა.