ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
საქართველოში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 20% „შავ სიაშია“ - რამდენს უფიქსირდება სესხზე ვადაგადაცილება

"ამ წლის მარტის მონაცემებით, თითქმის 1.9 მილიონ ჩვენს თანამოქალაქეს აქვს მინიმუმ 1 სესხი მაინც", - ამის შესახებ „საზოგადოება და ბანკები“ კრედიტინფო საქართველოს მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

აღნიშნული მონაცემების მიხედვით, დაახლოებით, 370 ათასი ადამიანი ვერ იხდის სესხს, ხოლო ყოველ მეხუთე მსესხებელს აქვს 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება.

„ამ წლის მარტის მონაცემებით, თითქმის 1.9 მილიონ ჩვენს თანამოქალაქეს აქვს მინიმუმ 1 სესხი მაინც. იქნება ეს ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, თუ ლომბარდი.

ყოველ მეხუთე მსესხებელს აქვს 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება. დაახლოებით 370 ათასი ადამიანი ვერ იხდის სესხს. ანუ მოსახლეობის 10%-ს აქვს მინიმუმ 1 პრობლემური კრედიტი მაინც, ზოგს რამდენიმეც.

ამ სესხების დიდი ნაწილი თავმოყრილია არასაბანკო სუბიექტებში, ძირითადად სესხის ამომღებ კომპანიებში. ფიზიკური პირების ჯამური, პრობლემური დავალიანება 2.7 მილიარდ ლარზე მეტია.

თუ ტენდენციას დავაკვირდებით, წლიდან წლამდე პრობლემური სესხების და ჭარბვალიანი მოქალაქეების რაოდენობა იზრდება. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დაახლოებით 20% ე.წ. „შავ სიაშია”,- აღნიშნულია საზოგადება და ბანკების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნინი ქეთელაური