BBC-ის ინფორმაციით, მოდის უმსხვილესმა კომპანია Prada-მ ამ სფეროს კიდევ ერთ სუპერ პოპულარულ ბრენდ Versace-ს აქციები 1.36 მლრდ აშშ დოლარად შეიძინა.
ფასი, რომელსაც Prada-მ Versace-ს სანაცვლოდ გადაიხდის, თითქმის მლრდ-ით ნაკლებია იმაზე, რაც Capri Holding-მა კომპანიის შესაძენად 2018 წელს გაიღო - Versace მაშინ 2.15 მლრდ აშშ დოლარად გაიყიდა.
Associated Press-ის გამოთვლებით, Versace-სგან მიღებულმა მოგებამ Capri Holding-ის 2024 წლის სრული შემოსავლის 20% შეადგინა - 5.2 მლრდ აშშ დოლარი.
შეგახსენებთ, რომ მარტში Versace-ს კრეატიული დირექტორის თანამდებობა დატოვა დონატელა ვერსაჩემ, რომელიც ამ სტატუსს 1997 წლიდან ფლობდა - მას შემდეგ, რაც მისი ძმა და მოდის სახლის დამფუძნებელი, ჯანი ვერსაჩე მოკლეს. დონატელა ამიერიდან ბრენდის მთავარი ელჩი იქნება. 1-ლი აპრილიდან კი Versace-ს კრეატიული დირექტორის პოსტი დარიო ვიტალემ დაიკავა.
companiesmarketcap-ის მონაცემებით, 10 აპრილისთვის, ტანსაცმლის მწარმოებელ კომპანიათა შორის, Prada მე-16 ადგილს იკავებს - მისი კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 15.78 მლრდ აშშ დოლარია, ხოლო აქციათა ღირებულება - 6.17 მლრდ.
„ჩვენი მიზანია, Versace-ს მემკვიდრეობა გავაგრძელოთ, მისი თამამი და მარადიული ესთეტიკის აღსანიშნავად, ახალი ინტერპრეტაციით“, - განაცხადა Prada-ს პრეზიდენტმა, პატრიციო ბერტელიმ.