ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
„ფასების 10%-ით გაზრდას ვგეგმავთ - ჯავშნები ყოველდღე შემოდის, არ ვუჩივით ვიზიტორების ნაკლებობას“ - სასტუმრო „ქორენა”

ტურისტული ნაკადების ზრდაზე საუბრობს იმერეთში, სოფელ გელათში მდებარე სასტუმრო აგრო სახლი „ქორენას” დამფუძნებელი მაია კეზევაძე. მის კომენტარს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

სასტუმროს დამფუძნებლის ინფორმაციით, ჯავშნების განსაკუთრებული ზრდაა ევროპული ქვეყნებიდან.

„თებერვალში, მარტსა და აპრილში გვყავს ტურისტები, არ ვუჩივით ვიზიტორების ნაკლებობას, დიდი მოლოდინი გვაქვს ზაფხულის სეზონზე, ჯავშნები ყოველდღე შემოდის. შარშანდელი წელი კარგი იყო და ვფიქრობ არანაკლებ კარგი იქნება წლევანდელი.

იყო შემთხვევები, როდესაც ჯავშნების გარკვეული რაოდენობა გაუქმდა, მაგრამ ჩანაცვლდა სხვა ჯავშნებით. ჩვენი მიმართულება მრავალფეროვანია: სოფლის ტურიზმი, გასტრო და აგრო ტურიზმი, აქედან გამომდინარე გვყავს სხვადასხვა სეგმენტი.

ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე ტურისტები გვყავს, უმეტესად ევროპიდან, წელს აქტიურად გვემატებიან სტუმრები საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ჩამოდიან ოჯახები, ასევე დიდი ჯგუფები გვყავს პოლონეთიდან და ლიეტუვიდან,“ - აღნიშნავს კეზევაძე.

მისივე ინფორმაციით, სასტუმრო წელს ფასების 10%-ით გაზრდას გეგმავს.