მიმდინარე წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში ჯამში 1 058 449 ბიზნეს სუბიექტი იყო რეგისტრირებული, რომელთაგან მხოლოდ 27.8% ფუნქციონირებს, შესაბამისად, 72.2% არ მუშაობს. საქსტატის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში, აქტიური ბიზნესების რაოდენობამ მხოლოდ 294 755 შეადგინა.
სტატისტიკის მიხედვით, პროცენტულად, ყველაზე მეტი რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტი არ ფუნქციონირებს შემდეგ მიმართულებებში:
- ექსტრატერიტორიული ორგანიზაციების და ორგანოების საქმიანობები - 89% არ მუშაობს (რეგისტრირებული 97, აქტიურია 11)
- წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - 72.1% არ მუშაობს (რეგისტრირებული 1052, აქტიური - 294)
- სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური დაცვა - 70.8% არ მუშაობს (რეგისტრირებული 1582, აქტიური - 462 )
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 68.5% არ მუშაობს (რეგისტრირებული 5741, აქტიური - 1811)
- სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 66.8% არ მუშაობს (რეგისტრირებული 11796, აქტიური - 3919)
რაც შეეხება დანარჩენ სექტორებს, სადაც პროცენტულად, ყველაზე მეტი აქტიური ბიზნეს სუბიექტია, ასე გამოიყურება:
- ინფორმაცია და კომუნიკაცია- 73% აქტიური ( რეგისტრირებული - 38214, აქტიური - 27898)
- განათლება - 60.3% აქტიური (რეგისტრირებული 11997, აქტიური - 7230)
- უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 59.2% აქტიური (რეგისტრირებული 14451, აქტიური - 8562)
- ტრანსპორტი და დასაწყობება - აქტიური 58.7% (რეგისტრირებული - 47819, აქტიური - 28078)
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 51% აქტიური (რეგისტრირებული 26816, აქტიური 13693)
- ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 50.3% აქტიური (რეგისტრირებული 16691, აქტიური - 8395)
- მშენებლობა - 49.9% აქტიური (რეგისტრირებული 45328, აქტიური - 22617)
- ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - 49% აქტიური (რეგისტრირებული - 7688, აქტიური - 3778)
- ხელოვნება, გართობა და დასვენება - 46% აქტიური (რეგისტრირებული - 7967, აქტიური 3676)
- ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 44% აქტიური ( რესგისტრირებული 559, აქტიური - 247)
- განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 40.7% აქტიური (რეგისტრირებული - 29970, აქტიური - 12204)
- საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - 40% აქტიური (რეგისტრირებული 218649, აქტიური - 88073)
- დამამუშავებელი მრეწველობა - 38% აქტიური (რეგისტრირებული - 52053, აქტიური - 19950)
- სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება აქტიურია - 33.1% აქტიური (რეგისტრირებული - 2333, აქტიური 774)
შენიშვნა: იქიდან გამომდინარე, რომ მონაცემები დაანგარიშებულია პროცენტულად, შესაძლოა, რაოდენობრივად გაუქმებული კომპანიების მაჩვენებლები განსხვავებულ სურათს იძლეოდეს.