ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
„რძე, რომელშიც აფლატოქსინი აღმოაჩინეს სავაჭრო ქსელებიდან უკვე ამოღებულია“ - სეს-ის უფროსი

„რძე, რომელშიც აფლატოქსინი აღმოაჩინეს სავაჭრო ქსელებიდან უკვე ამოღებულია. კომპანია „სოფლის ნობათის“ ის პარტია, რომელიც ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებას შეიცავდა, განადგურებულია და მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი აღარ არის“ - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

იმპორტირებული რძის 5 ნიმუშში აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა, შედეგად პროდუქტი ბაზრიდან ამოიღეს და დალუქეს. აფლატოქსინების გადაჭარბებული რაოდენობა „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა.

ჩეკურაშვილის განმარტებით, ყველა პარტია, რომელსაც ნებისმიერი ქვეყნიდან იმპორტირებულ პროდუქციას განსაკუთრებულად შეამოწმებენ, კერძოდ - „ორმაგი ფილტრი იქნება ჩაყენებული“.

ამასთან, ჩეკურაშვილმა განაცხადა, რომ ბაზრიდან სრულად არის ამოღებული „სოფლის ნობათის“ ის პარტია, რომელშიც აფლატოქსინების გადაჭარბებული რაოდენობა დაფიქსირდა.

„კომპანია „სოფლის ნობათის“ რძის კონკრეტულ პარტიებში დაფიქსირებულ აფლატოქსინებთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმოქმედა საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკის შესაბამისად. დარღვევის გამოვლენისთანავე მყისიერად მივაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია, კომპანიასთან ერთად დაიწყო სააგენტომ მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებული ამ პარტიის ამოღება.

დღეს, ეს პროდუქცია საქართველოს ბაზარზე სრულად არის ამოღებული. არის კითხვები, დახლებზე არსებულ პროდუქტებზე. მინდა სრული პასუხისმგებლობით გაცნობოთ, დღეს დახლებზე განთავსებული როგორც ადგილობრივი ისე იმპორტირებული არის სტანდარტებთან შესაბამისი, უვნებელია და რისკს არ შეიცავს“, - აღნიშნავს ზურაბ ჩეკურაშვილი.

ირაკლი ფოფხაძე