მეზობელ ქვეყნებს შორის, საქართველოში რძე ყველაზე ძვირია - რომელ ქვეყნებში ღირს ყველაზე ძვირი/იაფი

Numbeo-მ მიმდინარე წლის რძის ფასების ინდექსი განაახლა. მონაცემების მიხედვით, 127 ქვეყანას შორის საქართველო მე-29 ადგილზე მოხვდა. კვლევის თანახმად, საქართველოში 1 ლიტრი რძე საშუალოდ 1.84 დოლარი ღირს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის საქართველოში რძე ყველაზე ძვირია, ყველაზე იაფი კი თურქეთშია, სადაც 1 ლიტრის საშუალო ფასი 90 ცენტს (112-ე ადგილი) შეადგენს.

რაც შეეხება სხვა მეზობელ ქვეყნებს, მათი ფასები ასე გამოყურება: სომხეთი (52-ე ადგილი) - 1.59 დოლარი; აზერბაიჯანი (69-ე ადგილი) - 1.34 დოლარი; რუსეთი (106-ე ადგილი) – 1.01 ცენტი.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მსოფლიოში 1 ლიტრი რძე ყველაზე ძვირი შემდეგ ხუთ ქვეყანაშია:

  • გაიანა - 3.55 დოლარი;
  • ბარბადოსი - 3.53 დოლარი;
  • იამაიკა - 3.46 დოლარი;
  • ჰონგ კონგი (ჩინეთი) - 3.12 დოლარი;
  • ტაივანი - 2.93 დოლარი.

ამასთანავე, კვლევის მიხედვით, რძე ყველაზე იაფი ტუნისში ღირს და 1 ლიტრის საშუალო ფასი 47 ცენტს უტოლდება. უფრო კონკრეტულად, მსოფლიოში რძეს ყველაზე იაფად შემდეგ ხუთ ქვეყანაში შეიძენთ:

  • ტუნისი - 47 ცენტი;
  • ირანი - 62 ცენტი;
  • უგანდა - 69 ცენტი;
  • ინდოეთი - 70 ცენტი;
  • ბელარუსი - 72 ცენტი;

მერი ტაბატაძე