გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი წინა დღეებთან შედარებით მცირედით გაიზარდა. კერძოდ, ბოლო ვაჭრობის შედეგად, WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობის საერთაშორისო საორიენტაციო მაჩვენებლად ბოლო ვაჭრობის შედეგად 61.50 დოლარი განისაზღვრა, რაც 2.38%-იან ზრდაზე მიანიშნებს. რაც შეეხება Brent-ის ტიპის ნავთობის ფასს, ამ შემთხვევაში ზრდამ 2.26% შეადგინა და ბარელზე 64.76 დოლარს გაუტოლდა.
შეგახსენებთ, ბოლო კვირებია მსოფლიო ბირჟებზე ნედლი ნავთობის ფასი კლებადი ტენდენციით ხასიათდება. აღნიშნულის პარალელურად, გასული ორი კვირის განმავლობაში საქართველოში ბრენდულ ბენზინგასამართებზე საწვავის ფასები ეტაპობრივად შემცირდება. საწვავის ტიპის მიხედვით კლება 5-10 თეთრის ფარგლებში იყო.
„ბიზნესპრესნიუსთან“ ნავთობიმპორტიორები აცხადებენ, რომ ნედლი ნავთობის ფასის შემცირებისა და ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა საქართველოში საწვავის ფასი კიდევ 15-20 თეთრის ფარგლებში შემცირდეს.