თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები შემცირდა. „გალთ ენდ თაგარტის“ ბაზრის მიმოხილვის თანახმად, თებერვალში დედაქალაქში 3 290 ბინა გაიყიდა, ეს კი მაშინ, როცა გასული წლის იმავე პერიოდში გაყიდული იყო 3 444 საცხოვრებელი ბინა.
გაყიდვების შემცირებისგან განსხვავებით, გაზრდილია ფასები. ასე მაგალითად, საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის თებერვალში 1 კვ.მ-ზე 1 334 დოლარი იყო, გასული წლის იმავე პერიოდში კი 1 258 დოლარი.
2025 წლის საანგარიშო პერიოდში ბინის საშუალო ფასი უბნების მიხედვით ყველაზე მაღალი მთაწმინდაზე იყო, ყველაზე დაბალი კი ვაშლიჯვარში.