თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთმა ევროპულმა ავიაკომპანიამ დაიწყო ოპერირება, - ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მათივე ცნობით, Lufthansa-ს გლობალურ საავიაციო ჯგუფში შემავალმა Edelweiss-მა ციურიხიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირ ფრენა განახორციელა და 151 მგზავრი ჩამოიყვანა.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან ინტენსიური მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა. Edelweiss ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში ორი სიხშირით A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს“ ,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 1 გზის ფასი 307 ევროდან იწყება და 406 ევრომდე აღწევს.
ცნობისთვის, Edelweiss 29 წლის წინ დაფუძნებული შვეიცარიული Swiss International Airlines-ის შვილობილი ავიაკომპანიაა, რომელიც Lufthansa ჯგუფის მფლობელობაში შედის.
ავიაკომპანია ფრენებს ციურიხის ბაზიდან ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის კონტინენტზე 90 მიმართულებით ასრულებს. ბილეთების შეძენა ორივე ავიაკომპანიის: Edelweiss-ისა და Swiss International Airlines-ის ვებგვერდებზეა შესაძლებელია.