14 ქართული საკვები, რომელსაც ყველაზე ცუდი შეფასება აქვს - TasteAtlas-ის რეიტინგი

TasteAtlas-მა ყველაზე ცუდი შეფასების მქონე ქართული საკვების რეიტინგი განაახლა. რეიტინგში მოხვდა 14 სხვადასხვა ტიპის საკვები, რომელთა შეფასებაც 3-დან 3.9-მდე მერყეობს. მონაცემები დაფუძნებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები 3477 მომხმარებლის შეფასებაზე.

აღნიშნული მონაცემების თანახმად, ყველაზე ცუდი რეიტინგი ხაშს აქვს. უფრო კონკრეტულად, 5 ბალიანი შეფასების სისტემიდან კერძმა მხოლოდ 3 ვარსკვლავი დაიმსახურა. რეიტინგში შესული 14 საკვები და მათ მიერ მიღებული ვარსკვლავების რაოდენობა ასე გამოყურება:

  • ხაში - 3 ვარსკვლავი;
  • ფელამუში - 3.3 ვარსკვლავი;
  • მჭადი - 3.5 ვარსკვლავი;
  • მუჟუჟი - 3.5 ვარსკვლავი;
  • ჩურჩხელა - 3.6 ვარსკვლავი;
  • ჭარხლის ფხალი - 3.6 ვარსკვლავი;
  • ტყლაპი - 3.7 ვარსკვლავი;
  • ღომი - 3.7 ვარსკვლავი;
  • ჭვიშტარი - 3.8 ვარსკვლავი;
  • ბუღლამა - 3.8 ვარსკვლავი;
  • შილა ფლავი - 3.8 ვარსკვლავი;
  • აჯაფსანდალი - 3.9 ვარსკვლავი;
  • მხლოვანი - 3.9 ვარსკვლავი;
  • ქათმის სუპი - 3.9 ვარსკვლავი.
მერი ტაბატაძე