2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5.619 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.2 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მათივე ცნობით, აქედან, ექსპორტი 1.401 მლრდ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 5.7 პროცენტით), ხოლო იმპორტი 4.217 მლრდ. აშშ დოლარი (გაიზარდა 20.1 პროცენტით).
ამასთან, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-მარტში 2.816 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50.1 პროცენტია.