სეს-ი ცხოველთა საკვებს შეამოწმებს - სააგენტომ ბაზრის კვლევა გამოაცხადა

სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველის საკვებში პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის გამოვლენის მიზნით ლაბორატორიული გამოკვლევისთვის ბაზრის კვლევას აცხადებს.

ტექნიკური დავალების მიხედვით, მიმწოდებელმა ცხოველის საკვების 30 ნიმუშში 3 მაჩვენებელზე კვლევა უნდა უზრუნველყოს.

უფრო კონკრეტულად, ლაბორატორიამ კვლევა შემდეგ სამ მაჩვენებელზე უნდა ჩაატაროს:

  • DDT (დიქლორ-დიფენილტრიქლოროეთანი);
  • ლინდანი (ჰექსაქლორციკლოჰექსანი, δ იზომერი);
  • ჰექსაქლორციკლოჰექსანი (β იზომერი).

„ლაბორატორიული კვლევისათვის წარდგენილი ნიმუშების გამოცდა უნდა ჩატარდეს აღნიშნული შესყიდვით განსაზღვრული გამოსაკვლევი მაჩვენებლების ტესტირების სფეროში აკრედიტებულ ლაბორატორიაში, აკრედიტებული მეთოდებით“, - აღნიშნულია ტექნიკურ დავალებაში.

მიმწოდებელმა წინადადება 2025 წლის 15 აპრილის ჩათვლით უნდა უზრუნველყოს.

მერი ტაბატაძე