ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
ევრო მყარდება და უსაფრთხო აქტივში დოლარის ტრადიციულ როლს ირგებს - Bloomberg

ევრო ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფი ზრდის გზაზეა და ინვესტორები მას მზარდი გლობალური გაურკვევლობის ფონზე აშშ დოლარის ალტერნატივად სულ უფრო მეტად აღიქვამენ. ამის შესახებ Bloomberg წერს.

ვალუტა ბოლო სამი წლის ყველაზე მაღალ, 1.15 დოლარის ნიშნულს მიუახლოვდა, ხოლო ჰეჯ-ფონდები და ანალიტიკოსები მომდევნო სამიდან ექვს თვეში 1.20 დოლარამდე მის შესაძლო გამყარებას პროგნოზირებენ.

ზრდა იმ ფონზე ხდება, როცა დოლარის, როგორც უსაფრთხო აქტივის ტრადიციული როლი ტრამპის ადმინისტრაციის ახალი სავაჭრო ტარიფების ფონზე გადაიხედა. Depository Trust & Clearing Corp-ის მონაცემებით, გასულ კვირას სულ რაღაც ორ დღეში ევრო, თითქმის, 4%-ით გაიზარდა, რაც ოფციონების ოდენობის ისტორიაში სიდიდით მეორე ზრდაა.

გერმანიის ფინანსთა მინისტრმა უკვე მოუწოდა მთავრობებს, გამოიყენონ შესაძლებლობა და გლობალურ ვაჭრობაში ევროს მეტი მნიშვნელობა მიანიჭონ. გერმანიაში მკაცრი ფისკალური წესების მოხსნის შემდეგ სამთავრობო ხარჯის ზრდას მოელიან, რამაც გლობალური შენელების ფონზე ევროზონის ეკონომიკა უნდა გაამყაროს. ამასთან, ახალი ტარიფები აშშ-სთან ევროკავშირის სავაჭრო ბალანსსა და, შესაბამისად, დოლარის აქტივებში ინვესტიციებს შეამცირებს.

Russell Investments-ის შეფასებით, ევრო, როგორც სარეზერვო ვალუტა დოლარის ფუნქციების შესრულებას უკვე იწყებს, განსაკუთრებით, აშშ-ის ეკონომიკის მდგრადობაზე ეჭვების ფონზე.

„ეს სტრუქტურული გადაადგილებაა, რომელიც საშუალოვადიან პერსპექტივაში ევროს სასარგებლოდ მოქმედებს,“ - აცხადებენ ანალიტიკოსები.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ