„კვერცხზე მოთხოვნა ძალიან არის გაზრდილი“ - მოსალოდნელია თუ არა ფასის ცვლილება

წინასააღდგომო პერიოდში კვერცხზე მოთხოვნა ძალიან არის გაზრდილი - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელმა და „კუმისის“ დამფუძნებელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სააღდგომო პერიოდში კვერცხზე ფასების ცვლილება მოსალოდნელი არ არის.

„კვერცხზე მოთხოვნა ჩვეულებისამებრ ძალიან გაზრდილია. რაც შეეხება ფასებს, არ შეიცვლება“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.

ცნობისთვის, კვერცხი იმ პროდუქციის ჩამონათვალში, რომლის თვითუზრუნველყოფასაც საქართველო წლებია ახერხებს.

ამის მაგალითია ის, რომ საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყანაში სამომხმარებლო ფრინველის კვერცხის იმპორტი არ განხორციელებულა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში არც საქართველოდან განხორციელებულა სამომხმარებლო კვერცხის ექსპორტი.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, კვერცხის ფასი 2.64%-ით გაიზარდა.

მერი ტაბატაძე