უძრავი ქონების არარეალურად დიდი პორტფოლიო - როგორ გამოიყურება ბეზოსის ვილები და სასახლეები

Bloomberg-ის 15 აპრილის მონაცემებით, ჯეფ ბე­ზო­სი, ილონ მასკის შემდეგ, მსოფ­ლი­ოს მე­ო­რე უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნია - მისი კაპიტალი 203 მი­ლი­არდ აშშ დო­ლარს შე­ად­გენს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­ლი­არ­დერ­მა Amazon-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა 2021 წელს ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ტო­ვა, ის დღემ­დე გა­მო­ი­მუ­შა­ვებს ფულს უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სფე­რო­ში და სა­ჰა­ე­რო კოს­მო­სუ­რი კომ­პა­ნია Blue Origin-ში ინ­ვეს­ტი­რე­ბით.

მას აქვს უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის არა­რე­ა­ლუ­რად დიდი პორ­ტფო­ლიო. ზო­გი­ერ­თი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბე­ზო­სის ვი­ლე­ბის, ბი­ნე­ბი­სა და სახ­ლე­ბის ჯა­მუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 12 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რია.

ის არის არა მხო­ლოდ ერთ-ერთი უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნი მსოფ­ლი­ო­ში - ასე­ვე უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მაგ­ნა­ტია. 2022 წელს Amazon-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი The Land Report-ის მიერ და­სა­ხელ­და 24-ე უმ­სხვი­ლეს მი­წის მე­სა­კუთ­რედ შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში. იმ დროს ბე­ზო­სი ფლობ­და 420 000 ჰექ­ტარ მი­წას. თუმ­ცა სამი წლის შემ­დეგ მი­ლი­არ­დერ­მა მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით კი­დევ უფრო მეტი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა შე­ი­ძი­ნა.

ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მაგ­ნატ­მა სი­ეტ­ლში მდე­ბა­რე სა­სახ­ლე 63 მი­ლი­ონ დო­ლა­რად გა­ყი­და.

sietli1-52261-1744729323.jpg

ჰანტს პო­ინ­ტში მდე­ბა­რე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი 9420 კვად­რა­ტუ­ლი ფუ­ტის ზღვის­პი­რა სახ­ლი ოდეს­ღაც ხე­ლოვ­ნე­ბის კო­ლექ­ცი­ო­ნერს ბარ­ნი ებ­სვორ­ტს ეკუთ­ვნო­და.

ქო­ნე­ბა ბე­ზოს­მა 2019 წელს, 37,5 მი­ლი­ონ დო­ლა­რად იყი­და.

sietli3-52281-1744729360.jpg

ვა­შინგტო­ნის ტბის გას­წვრივ მდე­ბა­რე ვი­ლას აქვს სამი სა­ძი­ნე­ბე­ლი, ოთხი სა­ა­ბა­ზა­ნო, ტე­რა­სა სა­ხუ­რავ­ზე, ბუ­ხა­რი და მთა­ვა­რი სამ­ზა­რე­უ­ლოს­გან გან­ცალ­კე­ვე­ბუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო.

sietli5-52297-1744729399.jpg

Business Insider-ის ცნო­ბით, ბე­ზოს­მა ეს სა­სახ­ლე და რამ­დე­ნი­მე სხვა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა მა­კენ­ზი სკოტ­თან გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ იყი­და.

sietli4-52314-1744729476.jpg

ულტრა­მი­ლი­არ­დერს უყ­ვარს ფუ­ფუ­ნე­ბა­ში ცხოვ­რე­ბა. ამას მისი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის პორ­ტფო­ლი­ოც მოწ­მობს. მი­ლი­ო­ნე­რე­ბის ბუნ­კე­რი­დან და­წყე­ბუ­ლი, პენ­ტჰა­უ­ზე­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი, წარ­მო­გიდ­გენთ ჯეფ ბე­ზო­სის გა­სა­ო­ცარ ვი­ლებ­სა და ბი­ნებს.

bezosi12-1744729579.jpg

Amazon-ის წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ ბე­ზო­სი და­ემ­შვი­დო­ბა ავ­ტო­ფა­რეხს, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი და­ი­წყო და 1998 წელს 10 მი­ლი­ონ დო­ლა­რად, სი­ეტ­ლის მე­დი­ნა­ში (მი­ლი­ო­ნე­რე­ბის­თვის პო­პუ­ლა­რუ­ლი ტე­რი­ტო­რია) იყი­და არა ერთი, არა­მედ ორი სახ­ლი.

სახ­ლე­ბი აგე­ბუ­ლია 5,3 ჰექ­ტარ­ზე, რო­მელ­თა­გან 310 ფუტი არის კერ­ძო სა­ნა­პი­რო ზოლი ვა­შინგტო­ნის ტბა­ზე, გე­მის სახ­ლი და წყლის სას­რი­ა­ლო.

bezosi13-1744729613.jpg

ორი წლის შემ­დეგ და­ახ­ლო­ე­ბით 53 მი­ლი­ონ დო­ლა­რად ბე­ზოს­მა იყი­და მე­ზო­ბე­ლი ქო­ნე­ბა. ცნო­ბი­ლია, რომ ტი­უ­დო­რის სტი­ლის სახ­ლის რე­მონ­ტის­თის მი­ლი­არ­დერ­მა 28 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­ხარ­ჯა.

მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ბინა მა­ნ­ჰე­ტენ­ზე2011 წელს ბე­ზოს­მა იყი­და სამი ერ­თე­უ­ლი კონ­დო­მი­ნი­უ­მი Century Building-ში ლინ­კოლ­ნის მო­ე­დან­ზე.bezosi14-1744729719.jpg

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქო­ნე­ბა გა­სა­ყი­დად 7,65 მი­ლი­ონ დო­ლა­რად იყო გა­მო­ტა­ნი­ლი, Architectural Digest-ი თვლის, რომ ბე­ზოს­მა მას­ში გა­ცი­ლე­ბით მეტი გა­და­ი­ხა­და.

bezosi15-1744729760.jpg

ძვი­რად ღი­რე­ბულ ბი­ნას მი­ლი­არ­დე­რი ძი­რი­თა­დად და­სას­ვე­ნებ­ლად იყე­ნებ­და. 2022 წელს ბიზ­ნეს­მენ­მა იყი­და მიმ­დე­ბა­რე 1725 მ.კვ ფარ­თო­ბის ბინა.

რან­ჩო ვან ჰორნ­ში, ტე­ხას­ში. Amazon -ის დამ­ფუძ­ნე­ბელს ეკუთ­ვნის სი­ე­რა დი­აბ­ლოს მთი­ა­ნეთ­ში არ­სე­ბუ­ლი რან­ჩო.

bezosi16-1744729814.jpg

30 000-ჰექ­ტა­რი­ა­ნი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა მან 2004 წელს იყი­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მიწა ბე­ზო­სის კოს­მო­სუ­რი კომ­პა­ნი­ის, Blue Origin-ის ბაზა გახ­და. რამ­დე­ნი გა­და­ი­ხა­და ბე­ზოს­მა სა­კუთ­რე­ბა­ში არ არის ცნო­ბი­ლი, თუმ­ცა ად­ვო­კატ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ფერ­მა გა­ნა­ახ­ლეს და და­ა­მა­ტეს სპა აბა­ზა­ნა, სამ­ზა­რე­უ­ლო, ია­ტა­კე­ბი და ვე­რან­და.

bezosi17-1744729843.jpg

სა­დღაც 2004-დან 2023 წლამ­დე ბე­ზოს­მა მიმ­დე­ბა­რე მი­წე­ბიც შე­ი­ძი­ნა. დღეს იქ სა­სახ­ლე დგას, სა­დაც ჯეფ ბე­ზო­სი და მისი სა­ცო­ლე ლო­რენ სან­ჩე­სი ხში­რად ატა­რე­ბენ დროს.

ბე­ვერ­ლი ჰილ­ზის სა­სახ­ლებე­ვერ­ლი ჰილ­ზის მი­ლი­არ­დე­რე­ბის სა­მე­ზობ­ლოს ბე­ზო­სი 2007 წელს შე­უ­ერ­თდა. ეს­პა­ნუ­რი სტი­ლის სა­სახ­ლე მან 24,45 მი­ლი­ონ დო­ლა­რად იყი­და.

bezosi18-1744729877.jpg

ქო­ნე­ბა მო­ი­ცავს შვიდ სა­ძი­ნე­ბელს და ამ­დე­ნი­ვე სა­ა­ბა­ზა­ნოს. იქ ასე­ვე არის სას­ტუმ­რო სახ­ლი, სათ­ბუ­რი, ჩოგ­ბურ­თის კორ­ტი, სა­ცუ­რაო აუზი, მრა­ვა­ლი შად­რე­ვა­ნი და ექ­ვსი მან­ქა­ნის ავ­ტო­ფა­რე­ხი.

bezosi19-1744729909.jpg

ათი წლის შემ­დეგ ბე­ზოს­მა ვი­ლის გვერ­დით მდე­ბა­რე სახ­ლი 12,9 მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა. დე­ტა­ლე­ბი შე­ზღუ­დუ­ლია, მაგ­რამ ცნო­ბი­ლია, რომ სახ­ლს აქვს ოთხი ოთა­ხი, ექ­ვსი სა­ა­ბა­ზა­ნო და აუზი.

სახ­ლე­ბი ვა­შინგტონ D.C.-ში2016 წელს ბე­ზოს­მა 23 მი­ლი­ონ დო­ლა­რად იყი­და ყო­ფი­ლი ტექ­სტი­ლის მუ­ზე­უ­მი ვა­შინგტონ­ში.

112-53161-1744729937.jpg

ეს 27 000 კვად­რა­ტუ­ლი ფუ­ტის ფარ­თო­ბის სა­სახ­ლე მდე­ბა­რე­ობს ექ­სკლუ­ზი­ურ კა­ლო­რა­მას უბან­ში, სა­დაც პრე­ზი­დენ­ტე­ბი და დიპ­ლო­მა­ტე­ბი ცხოვ­რო­ბენ. ქო­ნე­ბა აერ­თი­ა­ნებს ის­ტო­რი­ულ ხიბლს და თა­ნა­მედ­რო­ვე ფუ­ფუ­ნე­ბას.

მეგა სა­სახ­ლის შე­ძე­ნი­დან ორი წლის შემ­დეგ, ბე­ზოს­მა 12 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­ხარ­ჯა რე­მონტზე, რო­მე­ლიც მო­ი­ცავ­და სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის 25-მდე გაზ­რდას.

bezosi20-1744729970.jpg

2020 წელს ბე­ზოს­მა კი­დევ კა­ლო­რა­მა­ში 5 მი­ლი­ონ დო­ლა­რად ერთი ქო­ნე­ბა შე­ი­ძი­ნა. სახ­ლი არის ტექ­სტი­ლის მუ­ზე­უ­მის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს. ვრცელ­დე­ბა ჭო­რე­ბი, რომ მან ის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის მიზ­ნით იყი­და.

ხუთი მეგა-ლუქს ბინა მა­ნ­ჰე­ტენ­ზე2019 წლის და­სა­წყის­ში ბე­ზოს­მა და­ხარ­ჯა 80 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი 3 აპარ­ტა­მენტზე, რო­მელ­თა ხედი მე­დი­სო­ნის პარკზე გა­მო­დის.

bezosi21-1744729999.jpg

მატ­გან ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი პენ­ტჰა­უ­სი, მო­ი­ცავს გრან­დი­ო­ზულ სა­მე­ჯლი­სო დარ­ბაზს, მარ­მა­რი­ლოს ბიბ­ლი­ო­თე­კას, შუ­შის სა­კი­თხავ ოთახს, ბუ­ხარს და შვიდ მთა­ვარ სა­ძი­ნე­ბელს.

bezosi22-1744730027.jpg

2020 წელს ბე­ზოს­მა იმა­ვე კორ­პუს­ში კიდვ 2 ბინა იყი­და.

კი­დევ ორი ​​სახ­ლი ბე­ვერ­ლი ჰილზ­ში2020 წელს ბე­ზო­სი დაბ­რუნ­და ბე­ვერ­ლი ჰილზ­ში და 165 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­ხარ­ჯა ამე­რი­კე­ლი კი­ნოპ­რო­დი­უ­სე­რის დე­ვიდ გე­ფე­ნის სასახ­ლე­ში.

bezosi23-1744730079.jpg

ქო­ნე­ბა 13 600 კვად­რა­ტუ­ლი ფუ­ტია და აქვს ორი სას­ტუმ­რო სახ­ლი, სამი სათ­ბუ­რი, სა­ბავ­შვო ბაღი, ჩოგ­ბურ­თის კორ­ტი, სა­ცუ­რაო აუზი, ცხრა გოლ­ფის მო­ე­და­ნი, ავ­ტო­ფა­რე­ხი მან­ქა­ნე­ბის მოვ­ლის­თვის და კერ­ძო ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რი.

bezosi24-1744730108.jpg

სახ­ლს ასე­ვე აქვს ის­ტო­რი­უ­ლი ელე­მენ­ტი: ით­ვლე­ბა, რომ მისი ან­ტიკ­ვა­რუ­ლი ხის ია­ტა­კი უცხო­ე­თი­დან იყო შე­მო­ტა­ნი­ლი და სწო­რედ იქ დად­გა ნა­პო­ლე­ო­ნი ერთ მუხ­ლზე, რო­დე­საც იმ­პე­რატ­რი­ცა ჟო­ზე­ფი­ნას ქორ­წი­ნე­ბა შეს­თა­ვა­ზა.

იმა­ვე წელს ბე­ზოს­მა შე­ი­ძი­ნა მე­ზო­ბე­ლი ქო­ნე­ბა 10 მი­ლი­ონ დო­ლა­რად.

ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სახ­ლი მა­უ­ი­ზებე­ზო­სი შე­იძ­ლე­ბა იყოს 24-ე უმ­დიდ­რე­სი მი­წის მე­სა­კუთ­რე შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, მაგ­რამ 2020 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, მან და­ი­კა­ვა პირ­ვე­ლი ად­გი­ლი ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სახ­ლე­ბის მფლო­ბე­ლებს შო­რის მა­უ­ი­ში, ჰა­ვა­ი­ზე.

bezosi25-1744730139.jpg

bezosi26-1744730166.jpg

კუნ­ძულ­ზე შე­ძე­ნი­ლი 14 ჰექ­ტარ­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა 78 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ღირ­და. რე­ზი­დენ­ცია მო­ი­ცავს 700 კვად­რა­ტუ­ლი ფუ­ტის ფარ­თო­ბის აუზს, რო­მე­ლიც გა­დაჰ­ყუ­რებს თეთ­რი ქვი­შის სა­ნა­პი­როს.

bezosi27-1744730199.jpeg

სახ­ლე­ბი ე.წ. მი­ლი­არ­დე­რე­ბის ბუნ­კე­რი მა­ი­ა­მი­ში.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მა­ი­ა­მი­ზე, ერთ-ერთ კუნ­ძულ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლია სა­ცხოვ­რებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი და და­ცუ­ლია, ამის გამო ამ ად­გილს "მი­ლი­არ­დე­რე­ბის ბუნ­კერს" უწო­დე­ბენ. კუნ­ძულ­ზე სულ რა­ღაც 42 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს და იმი­თაა გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ მხო­ლოდ უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი ფლო­ბენ აქ სახ­ლებს

ბე­ზოს­მა ახ­ლა­ხან იყი­და უახ­ლე­სი შეს­ყიდ­ვა სწო­რედ აქ გან­ხორ­ცი­ელ­და ფლო­რი­და­ში, კერ­ძოდ მა­ი­ა­მი­ში.

bezosi29-1744730266.jpg

მან ჯა­დოს­ნურ ქა­ლაქ­ში 2023 წელს ორი სახ­ლი იყი­და. პირ­ვე­ლად კუნ­ძულ კრიკ­ზე (ცნო­ბი­ლი, რო­გორც "მი­ლი­არ­დე­რე­ბის ბუნ­კე­რი") არ­სე­ბულ 2,8 ჰექ­ტა­რი მი­წის ნაკ­ვე­თის­თვის 68 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­ხარ­ჯა.

bezosi28-1744730310.jpg

სახ­ლი აშენ­და 1965 წელს და აქვს სამი სა­ძი­ნე­ბე­ლი, სამი სვე­ლი წერ­ტი­ლი, L- ფორ­მის ფრთა, კერ­ძო გზა და დიდი პარ­კინ­გი.

bezosi30-1744730339.jpg

მე­ო­რე შე­ნა­ძე­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე ხმელ­თა­შუა ზღვის სტი­ლის სახ­ლია, რო­მელ­შიც მან 79 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­და.

სა­სახ­ლეს აქვს შვი­დი სა­ძი­ნე­ბე­ლი და 14 აბა­ზა­ნა, ასე­ვე მარ­მა­რი­ლოს ბუ­ხა­რი, თა­ღო­ვა­ნი ჭერი, სპი­რა­ლი­სებ­რი კიბე, ბუ­ხა­რი და ტოს­კა­ნუ­რი სტი­ლის სამ­ზა­რე­უ­ლო.

2024 წლის აპ­რილ­ში, ბე­ზოს­მა კუნ­ძულ­ზე 90 მი­ლი­ონ დო­ლა­რად მე­სა­მე ქო­ნე­ბა იყი­და.

bezosi31-1744730367.jpg

ირაკლი ფოფხაძე