ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
შიდა ფრენებზე სააღდგომოდ დამატებითი რეისები დაინიშნა - რა ღირს ბილეთი

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, შიდა ფრენებზე დამატებითი რეისები დაინიშნა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დამატებითი რეისები მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით განხორციელდება.

კერძოდ, დამატებითი ავიარეისები 17 და 22 აპრილს შემდეგი განრიგით შესრულდება:

17 აპრილი

  • ნატახტარი - მესტია გაფრენა 13:15;
  • მესტია - ნატახტარი გაფრენა 14:45.

17 აპრილი

  • ნატახტარი-ამბროლაური გაფრენა 16:30;
  • ამბროლაური-ნატახტარი გაფრენა 17:45.

22 აპრილი

  • ნატახტარი-მესტია გაფრენა 13:15;
  • მესტია-ნატახტარი გაფრენა 14:45.

22 აპრილი

  • ნატახტარი-ამბროლაური გაფრენა 16:30;
  • ამბროლაური-ნატახტარი გაფრენა 17:45.

რაც შეეხება ფასებს, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით ცალმხრივი ბილეთის ფასი 90 ლარს შეადგენს, ხოლო ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს.

მერი ტაბატაძე