ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
„35-მდე მაღაზია დაიწვა, ყველა მათგანი დაზღვეულია“ - „ლილო მოლი“

„ცეცხლი დაახლოებით 600 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა და 35-მდე მაღაზია დაიწვა“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „ლილო მოლის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კვარაცხელიამ განაცხადა.

„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ყველა მაღაზია დაზღვეული იყო. ზარალს ამ წუთებშიც ვითვლით, ამიტომ ამ კუთხით რამის ახლა დაკონკრეტება გამიჭირდება და ჯობს, ეს არ გავაკეთო. ცეცხლი დაახლოებით 600 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა და 35-მდე მაღაზია დაიწვა“, - აღნიშნა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე ხანძარი დილის 08:30 საათისთვის გაჩნდა. თვითმხილველების თქმით, გუშინ მთელი დღის განმავლობაში ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიებს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა, დღეს კი როდესაც ის ჩართეს, ერთ-ერთ ადგილობრივს ელექტრო გამათბობელი ჰქონდა დარჩენილი და ცეცხლის გაჩენა ამან გამოიწვია.

ირაკლი ფოფხაძე