2025 წლის მარტში, „თიბისი ბანკის“ არხებით, რესტორნებში უნაღდო დანახარჯები წლიურად რეზიდენტებში - 44%-ით, ხოლო არარეზიდენტებში 22%-ით გაიზარდა.
მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი სხვაობაა რეზიდენტ-არარეზიდენტებში საშუალო ტრანზაქციის კუთხით - რეზიდენტები ერთ ტრანზაქციაზე საშუალოდ 25 ლარს იხდიდნენ, არარეზიდენტები კი - 93-ს.
შესაბამისად, ვხედავთ, რომ არარეზიდენტების მიერ ტრანზაქციაზე საშუალოდ გადახდილი თანხა რეზიდენტებისას თითქმის 4-ჯერ (3.72) აღემატება.