ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
რამდენს ხარჯავენ სახელმწიფო უწყებები საწვავში  - რეკორდსმენი თავდაცვის სამინისტროა

სახელმწიფო უწყებების ნაწილმა საწვავის ხარჯის შესახებ აუდიტის სამსახურს ინფორმაცია არ მიაწოდა. აღნიშნულის გამო, ჯამურად, რა მოცულობის საწვავი დაიხარჯა, უცნობია. თუმცა, შსს-ს გარდა, ყველა სამინისტროს, ასევე პრეზიდენტის აპარატის, პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის ხარჯები ხელმისაწვდომია.

კერძოდ, როგორც აუდიტის სამსახურის „ბიუჯეტის მონიტორის“ 2024 წლის ანგარიშიდან ჩანს, ამ მხრივ ყველაზე მხარჯველი საგარეო საქმეთა, სოფლის მეურნეობის და ინფრასტრუქტურის სამინისტროები იყო.

რეკორდსმენი იყო თავდაცვის სამინისტროს, თუმცა, უწყების სპეციფიკიდან გამომდინარე, მონაცემი სრული არ არის. გასაჯაროებული სტატისტიკით კი, თავდაცვამ გასულ წელს 21 მლნ ლარის საწვავი მოიხმარა.

უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას, საწვავში რა მოცულობის თანხა დაიხარჯა სამინისტროებში, პარლამენტსა და მთავრობის ადმინისტრაციაში 2024 წელს:

  • პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 751 815 ლარი (თვეში საშუალოდ, 63.1 ათას ლარზე მეტი)
  • პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 11 881 ლარი (თვეში საშუალოდ 990 ლარი)
  • მთავრობის ადმინისტრაცია - 92 146 ლარი ( თვეში საშუალოდ, 7.7 ათასი ლარი)
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 98 091ლარი ( თვეში საშუალოდ, 8.2 ათასი ლარი)
  • ფინანსთა სამინისტრო - 280 119 ლარი ( თვეში საშუალოდ, 23.3 ათასი ლარი)
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 193 763 ლარი (თვეში საშუალოდ, 16.1 ათასი ლარი)
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 947 602 ლარი ( თვეში საშუალოდ, თითქმის 79 ათას ლარი)
  • იუსტიციის სამინისტრო - 331 797 ლარი (თვეში საშუალოდ, 27.6 ათასი ლარი)
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 242 720 ლარი (თვეში საშუალოდ, 20.2 ათასი ლარი)
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო - 1.8 მლნ ლარი (თვეში საშუალოდ, 150 ათასი ლარი)
  • თავდაცვის სამინისტრო - 21 მლნ ლარი (თვეში საშუალოდ, 1.7 მლნ ლარი) (შენიშვნა: თავდაცვის სამინისტროს სპეციფიკისა და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ ნორმატიული აქტების გათვალისწინებით, უწყებასთან დაკავშირებული მონაცემები სრული არ არის).
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო - ინფორმაცია მიწოდებული არ არის
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 1.6 მლნ ლარი (თვეში საშუალოდ, 133.3 ათასი ლარი)
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 417 476 ლარი (თვეში საშუალოდ, 35ათას ლარამდე)
  • კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო - 162 279 ლარი (თვეში საშუალოდ, 13.5 ათასი ლარი)
ნინი ქეთელაური