„ტექნიკის ბაზარზე ამჟამად გაზქურებსა და ღუმელებზე არის მოთხოვნა, რადგან აღდგომის პერიოდი მოდის“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ბეკო“ საქართველოს გენერალურმა დირექტორმა და საქართველო-თურქეთის სავაჭრო პალატის წევრმა, მეჰმედ მელექმა განუცხადა.
მანვე ისაუბრა ტექნიკის ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ 2025 წლის პირველ სამ თვეში, გასულ წელთან შედარებით ზოგადი მოთხოვნა შემცირების ტენდენციით ხასიათდება.
„ტექნიკის ბაზარზე ამჟამად გაზქურებსა და ღუმელებზე არის მოთხოვნა, რადგან აღდგომის პერიოდი მოდის. ზოგადად, კონდიციონერები და გამაგრილებელ პროდუქციაზეც არის მოთხოვნა, რადგან ზაფხულის პერიოდი ახლოვდება.
ზოგადად, შარშანდელთან შედარებით მცირედით შემცირებულია მოთხოვნა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ზაფხულის პერიოდში უფრო გაიზრდება რეალიზაცია და დავაკომპენსირებთ პირველი სამი თვის კლებას.
ტექნიკის სფეროში სტაბილური მდგომარეობაა მთლიანობაში ამ ეტაპზე, მაგრამ საკმაოდ დიდი კონკურენციაა საქართველოს ბაზარზე, აბსოლუტურად ყველა ბრენდია შემოსული - ეს იქნება თურქული, ჩინური, კორეული და ა.შ. კონკურენციის საფუძველზე ყველა საკმაოდ დიდ აქციებს აკეთებს, რაც წამგებიანია ბიზნესისთვის“, - განუცხადა მეჰმედ მელექმა „ბიზნესპრესნიუსს“.