ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
რომელ უწყებას რამდენი ავტომობილი ემსახურება - აუდიტის მონაცემები

აუდიტის სამსახურის „ბიუჯეტის მონიტორის“ ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო უწყებების ნაწილი არ ასაჯაროვებს მათ დაქვემდებარებაში რამდენი ავტომობილია. შესაბამისად, უცნობია ზუსტი მონაცემი თუ რამდენი მანქანაა ჯამურად სახელმწიფო უწყებების ბალანსზე.

რაც შეეხება იმ უწყებებს, რომელთა ინფორმაციაც ხელმისაწვდომია, ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2024 წელს ავტომობილების რაოდენობით გამოირჩეოდა საგარეო საქმეთა, გარემოს დაცვისა და თავდაცვის სამინისტროები.

უფრო კონკრეტულად, „ბიუჯეტის მონიტორზე“ დაყრდნობით, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას სახელმწიფო უწყებების, ძირითადად, პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციისა და სამინისტროების ბალანსზე არსებული ავტომობილების რაოდენობის შესახებ:

  • პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 76 ავტომობილი;
  • პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 3 ავტომობილი;
  • მთავრობის ადმინისტრაცია - 17 ავტომობილი;
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 13 ავტომობილი;
  • ფინანსთა სამინისტრო - 74 ავტომობილი;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო -69 ავტომობილი;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 147 ავტომობილი.
  • იუსტიციის სამინისტრო - 84 ავტომობილი;
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 63 ავტომობილი;
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო - 496 ავტომობილი;
  • თავდაცვის სამინისტრო - 141 ავტომობილი (შენიშვნა: თავდაცვის სამინისტროს სპეციფიკისა და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის ნორმატიული აქტების გათვალისწინებით, უწებასთან დაკავშირებული მონაცემები სრული არ არის);
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო - აუდიტის სამსახურს ინფორმაცია არ მიაწოდა;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 383 ავტომობილი;
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 134 ავტომობილი;
  • კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო - 32 ავტომობილი.

ნინი ქეთელაური