აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს თითქმის მთელი მსოფლიო საზეიმოდ აღნიშნავს. მართლმადიდებელი ქვეყნები კი უფრო განსაკუთრებულად ემზადებიან.
ზოგიერთ ქვეყანაში წლების წინ სააღდგომო რეკორდები დამყარდა. WORLD RECORD ACADEMY-მა ყველაზე საინტერესო რეკორდები გამოავლინა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ აღდგომის მსოფლიო რეკორდების ტოპ ხუთეულს:
ყველაზე დიდი სააღდგომო კვერცხი - რუმინეთი, ქალაქი სუჩეავა
რუმინეთში, ქალაქ სუჩეავას მუნიციპალიტეტის მერიამ აღდგომის დღესასწაულზე ქალაქში გიგანტური სააღდგომო კვერცხი გამოიტანა.
7,25 მეტრი სიმაღლის, 4,6 მეტრი დიამეტრის და 1,8 ტონა შეღებილმა კვერცხმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
ყველაზე დიდი სააღდგომო პასკა - რუმინეთი, ქალაქი რადაუთი
ეს რეკორდიც რუმინეთში, ქალაქ რადაუთში დამყარდა. ქალაქის მერიის ორგანიზებით, მზარეულებმა გამოაცხეს 2,10 მეტრი დიამეტრის და 170 კილოგრამიანი პასკა, რომელმაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
სააღდგომო პური ნაქსოვ კალათაში ჩადეს და მართლმადიდებლური ტაძრის წინ განათავსეს.
ყველაზე დიდი სააღდგომო შოკოლადის კვერცხი - იტალია, ქალაქი ტოსკა
ყველაზე მაღალი და დიდი სააღდგომო შოკოლადის კვერცხი, რომლის სიმაღლე 10,39 მეტრი იყო, იტალიაში, ქალაქ ტოსკაში დამზადდა.
სწორედ ამ ნუგბარმა დაამყარა გინესის მსოფლიო რეკორდი. აღდგომას კი ადგილობრივები განსაკუთრებული ზეიმით შეხვდნენ.
"ლუსია კონდრეას" დეკორირებული კვერცხების მუზეუმი - რუმინეთი, სუჩეავა
რუმინეთში, სუჩეავას საგრაფოში გამოფენილია რუმინელი მხატვრის ლუჩია კონდრეას მიერ მოხატული 30 000-ზე მეტი მორთული კვერცხიდან 12 000.
ეს არის მსოფლიოს რეკორდსმენი ავტორი, რომელმაც შეძლო და თავისი ნამუშევრების უდიდესი რაოდენობა გამოფინა.
ყველაზე დიდი პანეტონი (პასკა) - იტალია, მილანი
მსოფლიოში ყველაზე დიდი პანეტონი, რომელიც ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ მილანში გამოფინეს, შეიცავდა 55 ფუნტ შავ შოკოლადს, 15 ფუნტ შოკოლადს, 4 ფუნტ თეთრ შოკოლადს და 55 ფუნტ შაქარს.
პანეტონი დავიდე კომაშის ხელმძღვანელობით ექვსი პროფესიონალისგან შედგენილმა მცხობელთა გუნდმა მოამზადა.
წყარო: worldrecordacademy.org