ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
ბოლო 9 თვის მინიმუმი - თურქეთის ცენტრალური ბანკის რეზერვები 6.773 მლრდ დოლარით შემცირდა

თურქეთის ცენტრალური ბანკის (CBRT) რეზერვები, გასულ კვირასთან შედარებით, 6.773 მლრდ აშშ დოლარით შემცირდა და ბოლო 9 თვეში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ინფორმაციას თურქული გამოცემა Ekonomist-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, 4 აპრილს ქვეყნის ცენტრალურ ბანკში უცხოური გაცვლითი რეზერვების ოდენობა 77.838 მლრდ დოლარს შეადგენდა, გასულ კვირაში კი 9.831 მლრდ-ით შემცირდა და, 11 აპრილის მონაცემებით, 68.07 მლრდ დოლარია.

რაც შეეხება ოქროს, 4-11 აპრილის ინტერვალში, მისი რეზერვები 3.06 მლრდ დოლარით გაიზარდა და 79.482 მლრდ-ს შეადგენს.

11 აპრილისთვის, თურქეთის ცენტრალური ბანკის საერთო რეზერვები ერთ კვირაში 154.261 მლრდ აშშ დოლარიდან 147.488 მლრდ აშშ დოლარამდეა შემცირებული, რაც 2024 წლის 28 ივნისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია - მაშინ 142.91 მლრდ აშშ დოლარი იყო.

შეგახსენებთ, 17 აპრილს თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 46%-მდე გაზარდა.

ირაკლი ფოფხაძე