ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ინსპექტირება 41 კომპანიაში ჩაატარა - დარღვევა 3 კომპანიის 5 ნიმუშში გამოვლინდა

2025 წლის პირველ კვარტალში „ღვინის ეროვნულმა სააგენტომ“ ინსპექტირება 41 კომპანიაში ჩაატარა - დარღვევა 3 კომპანიის ღვინის 5 ნიმუშში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ღვინის ეროვნული სააგენტო“ ავრცელებს.

ინსპექტირება სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობის დადგენის მიზნით ჩატარდა.

„2025 წლის პირველ კვარტალში 41 კომპანიაში ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, რაც სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს, დარღვევა 3 კომპანიის 5 ნიმუშში აღმოჩნდა.

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების „Bureau Veritas“ და „SGS“-ის 29 კომპანიის ინსპექტირების შედეგად დარღვევა არ გამოვლენილა“, - ვკითხულობთ „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ განცხადებაში.

ირაკლი ფოფხაძე