ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 3 587 პირს მიენიჭა - ჩამონათვალი

2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 3 587 პირს მიენიჭა, - ამის შესახებ ირკვევა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განახლებული ანგარიშიდან.

აღსანიშნავია ისიც, რომ წინა წელთან შედარებით 15%-ით არის გაზრდილი იმ პირების რაოდენობა, ვინც 2024 წელს საქართველოს მოქალაქე გახდა. კერძოდ, 2023 წელს მოქალაქეობა 3 111-მა ადამიანმა მიიღო.

იმ პირების უდიდესი ნაწილი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა, იქამდე რუსეთის მოქალაქე იყო. უფრო კონკრეტულად, 2024 წელს მოქალაქეობა მიიღო 2 361-მა რუსეთის მოქალაქემ.

წინა მოქალაქეობის მიხედვით, ქვეყნების მაჩვენებელი ასე გამოიყურება:

  • რუსეთი - 2 361 პირი;
  • აშშ - 110 პირი;
  • სომხეთი - 131 პირი;
  • უკრაინა - 175 პირი;
  • ისრაელი - 141 პირი;
  • საბერძნეთი - 65 პირი;
  • თურქეთი - 97 პირი;
  • გერმანია - 251 პირი;
  • გაერთიანებული სამეფო - 32 პირი;
  • ირანი - არ არის მითითებული
  • სხვა ქვეყნები - 185 პირი;
  • მოქალაქეობის არმქონე პირები - 29 ადამიანი.
მერი ტაბატაძე