„საქსტატმა“, 2025 წლის 1-ლი კვარტლის მიხედვით, თბილისის უბნების საცხოვრებელი უძრავი ქონების, ბინების სეგმენტში, ფასები გამოაქვეყნა. ბინები ყველაზე ძვირი კვლავ მთაწმინდაზე ღირს, ხოლო ყველაზე იაფი - სამგორში.
მთაწმინდაზე კვადრატული მეტრის ღირებულება 6 769 ლარია, რაც 2024 წლის ბოლო კვარტალთან (5 717 ლარი) შედარებით - 18.4%-იანი, ხოლო წლიურად 21.35.%-იანი ზრდაა - 5 578 ლარი. სამგორში ბინის ფასი კვადრატულ მეტრზე 3528 ლარია - ბოლო კვარტალში 3391 ლარი ღირდა (4.04%-იანი ზრდა; წლიურად - 16.02%-იანი).
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის უბნებში საცხოვრებელი უძრავი ქონების, ბინების სეგმენტში, კვადრატული მეტრის ფასებსა და წლიური ზრდის / კლების პროცენტულ მაჩვენებელს:
- მთაწმინდა - 6 769 ლარი (წლიური ზრდა: 21.35%);
- ვაკე - 5 880 ლარი (წლიური ზრდა: 20.84%);
- ჩუღურეთი - 4 456 ლარი (წლიური ზრდა: 28.3%);
- საბურთალო - 4 297 ლარი (წლიური ზრდა: 11.99%);
- დიდუბე - 4 025 ლარი (წლიური ზრდა: 16.8%);
- კრწანისი - 3 979 ლარი (წლიური ზრდა: 10.99%);
- ნაძალადევი - 3 866 ლარი (წლიური ზრდა: 14.29%);
- ისანი - 3 819 ლარი (წლიური ზრდა: 14.39%);
- გლდანი - 3 652 ლარი (წლიური ზრდა: 14.13%);
- სამგორი - 3528 ლარი (წლიური ზრდა: 16.02%).
როგორც მონაცემებიდან ვხედავთ, გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, თბილისის ყველა - 10-ვე უბანში, საცხოვრებელი ბინების ფასები გაიზარდა. ყველაზე დიდი, 28.3%-იანი, ზრდა ჩუღურეთშია (3 473 ლარიდან 4 456 ლარამდე); ხოლო ყველაზე მცირე, 10.99%-იანი - კრწანისში (3 585 ლარიდან 3 979 ლარამდე).