ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
ჩინეთი სუპერქარების კონკურენტი ხდება - BYD -მა უახლესი მოდელი წარადგინა

ჩინურმა ელექტრომობილების გიგანტმა BYD-მა, ელექტრო მანქანების გაყიდვით უკვე გაასწრო ერთ დროს ბაზრის ლიდერ Tesla-ს და ახლა ძვირადღირებული სპორტქარების წარმოებისთვის ემზადება.

ჩინეთის უდიდეს ავტო შოუ, Auto Shanghai-ის გახსნაზე BYD-ის პრემიუმ მანქანების ხაზმა Denza-მ წარადგინა მოდელი Z - შთამბეჭდავი ახალი სუპერქარი.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მათ აქვთ პრეტენზია კონკურენცია გაუწიოს უმაღლესი კლასის დასავლურ ბრენდებს, როგორიცაა Porsche და Mercedes-Benz.

10-დღიან შოუზე ნათელი გახდა ჩინეთის პოტენციალი. ადგილობრივმა ელექტრომობილების (EV) სექტორმა შოკში ჩააგდო დასავლელი კონკურენტები არა მხოლოდ ინოვაციების და ზრდის სისწრაფით, არამედ მისი ხარისხით და ღირებულებითაც.

chasasmeli1-1745647375.jpg

მათ შორის, აშკარა ლიდერია BYD, რომელმაც გასულ წელს გლობალური გაყიდვებით Tesla-ს გაუსწრო.

სამშაბათს Tesla-მ გამოაცხადა, რომ მათი კვარტალური შემოსავალი მოსალოდნელზე მეტად დაეცა. მთლიანი გაყიდვები დაეცა 9%-ით, ხოლო ძირითადი მანქანების გაყიდვების ბიზნესი 20%-ით.

Tesla-ს წმინდა შემოსავალი წინა წელთან შედარებით 71%-ით შემცირდა.

რაც შეეხება Denza-ს, ბრენდი ათ წელზე მეტი ხნის წინ Mercedes-თან ერთობლივი საწარმოს სახით შეიქმნა, მაგრამ ახლა მთლიანად BYD-ს ეკუთვნის.

Denza-ს ფლაგმანი SUV N9, გაყიდვაში გასულ თვეს გამოვიდა და საწყისი ფასია 389,800 იუანი (53,453 დოლარი). ხოლო BYD-ის პოპულარული Song Plus SUV დაახლოებით 18,500 დოლარი ღირს.

BYD -ი Yangwang-ის ბრენდის ქვეშ ასევე ყიდის ძვირადღირებულ ელექტრო მანქანებს 1 მილიონი იუანის (137,000 დოლარი) სეგმენტში. აღნიშნული მოდელის მე-10 000-ე მანქანა ამ თვის დასაწყისში გაიყიდა. ხოლო უახლესი მოდელი, U8L SUV, ოთხშაბათს, შანხაის ავტო შოუზე წარადგინეს. ფასი ჯერჯერობით არ კონკრეტდება.

წყარო: cnn.com

თეონა რამაზაშვილი