ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასი მცირედით გაიზარდა - რა ღირს საწვავი დღეს საქართველოში

გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი წინა დღეებთან შედარებით მცირედით გაიზარდა. კერძოდ, ბოლო ვაჭრობის შედეგად, WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობის საერთაშორისო საორიენტაციო მაჩვენებლად ბოლო ვაჭრობის შედეგად 63.02 დოლარი განისაზღვრა, რაც 0.37%-იან ზრდაზე მიანიშნებს. რაც შეეხება Brent-ის ტიპის ნავთობის ფასს, ამ შემთხვევაში ზრდამ 0.4 8% შეადგინა და ბარელზე 66.87 დოლარს გაუტოლდა.

შეგახსენებთ, მარტსა და აპრილის დასაწყისში გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდება. ამის პარალელურად მარტის ბოლოს საქართველოში ფასების ცვლილება აისახა საწვავზე და 5-10 თეთრის ფარგლებში გაიაფდა.

მიმდინარე კვირას კონკურენციის სააგენტომ საავტომობილო საწვავის მონიტორინგის შედეგებიc გამოაქვეყნა. სააგენტოს განცხადებით, ეროვნული ვალუტის სტაბილურობის და საერთაშორისო ბაზრებზე ნედლი ნავთობის/პლატსის ფასის შემცირების ტრენდის შენარჩუნების პირობებში, საცალო ფასები საქართველოში მოკლევადიან ჭრილში (მაისშიც) უნდა შემცირდეს.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, ამ დროის მონაცემებით საქართველოს მასშტაბით ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე არსებულ საწვავის ფასებს:

Socar:

  • ნანო სუპერი - 3.50 ლარი
  • ნანო პრემიუმი - 3.10 ლარი
  • ნანო ევრო რეგულარი - 2.93 ლარი
  • ევრო 5 დიზელი - 3.04 ლარი
  • ნანო ევრო 5 დიზელი - 2.95 ლარი.

Gulf:

  • G-Force სუპერი - 3.53 ლარი;
  • G-Force პრემიუმი - 3.13 ლარი;
  • G-Force ევრო რეგულარი - 3.03 ლარი;
  • ევრო რეგულარი - 3.93 ლარი;
  • G-Force ევრო დიზელი - 3.09 ლარი.

Rompetrol:

  • Efix სუპერი - 3.63 ლარი;
  • Efix ევრო პრემიუმი - 3.19 ლარი;
  • ევრო რეგულარი - 2.99 ლარი;
  • Efix ევრო დიზელი - 3.15 ლარი;
  • ევრო დიზელი - 3.05 ლარი.

Wissol:

  • ეკო სუპერი - 3.52 ლარი;
  • ეკო პრემიუმი - 3.12 ლარი;
  • ევრო რეგულარი - 2.95 ლარი;
  • ევრო დიზელი - 2.99 ლარი;
  • ეკო დიზელი - 3.07 ლარი;
  • დიზელ ენერჯი - 2.94 ლარი.

Portal:

  • პრემიუმი - 2.79 ლარი;
  • ევრო რეგულარი - 2.59 ლარი;
  • ევრო დიზელი - 2.69 ლარი.
მერი ტაბატაძე